ფრანგი პოლიტიკოსი - სალომე ზურაბიშვილის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას

სალომე ზურაბიშვილის არჩევა არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრანგმა პოლიტიკოსმა მარივონ ბლონდინიმ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს.

„მე მონაწილეობა მივიღე როგორც წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, ისე არჩევნების დროს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს დელეგაციას შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა. საქართველო ეტაპობრივად გადადის საპარლამენტო წყობაზე, რომელიც დასრულდება 2024 წელს. სახელმწიფო მეთაურს ექნება ნაკლები უფლებამოსილება და არჩეულ იქნება საარჩევნო კოლეგიის მიერ. ეს იყო ბოლო სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა ქვეყანაში სიტუაცია მაინც რთულია სიღარიბის მაღალი დონის გათვალისწინებით და „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში არსებული ტერიტორიული კონფლიქტის გამო. რა თქმა უნდა, პროგრესი საჭიროა. საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. კამპანია იყო პლურალისტური და პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული. მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო მონაწილეობს. თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ბლონდინიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა