ეკა ბესელია - სტრასბურგიდან მივლინების დასრულებამდე ჩამოვალ და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დავესწრები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სტრასბურგიდან მივლინების დასრულებამდე ჩამოვა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბესელიამ განუცხადა, უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ.

„დამიკავშირდნენ და მთხოვეს სხდომაზე დასწრება. მეც ჩავთვალე, რომ საჭიროა ჩემი ყოფნა. ამიტომ, მივლინების დასრულებამდე ჩამოვალ და ზეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დავესწრები“, - განაცხადა ბესელიამ.

24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია.

მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა