მცხეთის მერი - მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ცალსახად იმ აზრზეა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან  გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ

მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ცალსახად იმ აზრზეა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ, თუმცა, მომავალში აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა, ამას არ ადასტურებს, - ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მცხეთის მერის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჭინჭარაულმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ გარემოვაჭრეებს დაეტოვებინა ტერიტორია.

ამასთან, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ქალაქის მერს არ აქვს უფლებამოსილება ვინმეს აუკრძალოს გარევაჭრობა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც ტერიტორია ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა.

„მამა კონსტანტინე ჭინჭარაული არის სასტიკ უარზე, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყოს ვაჭრობა. ჩვენ გვქონდა შეთავაზებული, რომ ჩვენს თავზე ავიღებდით ზედამხედველობას გარემოვაჭრეებზე, რომ არ ყოფილიყო უსუფთაობა და ქაოტური ვაჭრობა. მამა კონსტანტინე ცალსახად იმ აზრზეა, რომ იქიდან ეს გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ. თუმცა, მომავალში აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა, ამას არ ადასტურებს.

ეს ტერიტორია შედის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მაგრამ ამ ტერიტორიას განკარგავს სახელმწიფო.

იქიდან გამომდინარე რომ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და არის სახელმწიფო ტერიტორია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მივცეთ ნებართვა გარევაჭრობაზე. რადგან ნებართვას ვერ ვაძლევთ, ეს თავისთავად ნიშნავს აკრძალვას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. ამასთან, ქალაქის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი დღესვე მზადაა ტერიტორიაზე აიტანონ უკვე გამზადებული სავაჭრო დახლები და მიეცეს გარევაჭრობას უფრო ცივილური სახე.

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. აღნიშნული ინფორმაცია გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა აცნობა.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია