გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე,ოპოზიციონერებს 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.
ამ წუთებში პროცესზე მოწმის სახით იმ პოლიციელების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულდებენ.
საქმის ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით არის დაწყებული, რაც სასჯელის სახით 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს.