FAO საქართველოში სოფლის განვითარების ორი მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს

FAO საქართველოში სოფლის განვითარების ორმილიონიან პროექტს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს, ახალი პროექტის შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, ორი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას ისახავს მიზნად.

FAO-ს შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული.

პროექტი, რომელსაც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO-ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ქვეყნის მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს