მარიამ კევლიშვილი  - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ ხელკეტი ნამდვილად არ იყო

ბლაგვი საგანი ვერ დავინახე, ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ არ ვიცი რა საგანი იყო, ეს შეიძლება ყოფილიყო გასაღები, შეიძლება ყოფილიყო კრიალოსანიც, ხელკეტი ნამდვილად არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსულმა მოწმემ, ჟურნალისტმა მარიამ კევლიშვილმა განუცხადა.

ის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით მოწმის სახით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც კევლიშვილი განმარტავს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის დროს, ზურაბ დათუნაშვილს გეგეშიძისთვის ხელი არ დაურტყამს.

„გეგეშიძისთვის არ დაურტყამს, საერთოდ ხელი რომ მოექნიოს, არ დამინახავს ერთადერთი ვიცი, ეს კაცი ხელებს იქნევდა, მაგრამ ზურა არ პასუხობდა.

ბლაგვი საგანი ვერ დავინახე, ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგეშიძე. მე ვიჯექი მეხუთე სექტორის ბოლოში, ეს არის ძალიან შორს იმ ადგილიდან, სადაც ხდებოდა ინციდენტი. შესაბამისად, ვერაფერს ვხედავდი, კადრი ტელეფონით მოვაახლოვე და ტელეფონში ვუყურებდი ამ ყველაფერს. ყველა მოქმედი ტელევიზია იქ იყო, რომ მცოდნოდა ამ ყველაფერს არ გადაიღებდნენ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი.

გეგეშიძეს რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ არ ვიცი რა საგანი იყო, შეიძლება ყოფილიყო გასაღები, შეიძლება ყოფილიყო კრიალოსანიც, ხელკეტი ნამდვილად არ იყო. ამ საგნით დარტყმა „რუსთავი2“-ის ეთერში ვნახე. მოგეხსენებათ, ამ ფედერაციაში ვმუშაობდი, შესაბამისად, ამ ყველაფერს ემოციურად ცოტა სხვანაირად ვუყურებ, მესირცხვილებოდა, მესიკვდილებოდა და ათასი უბედურება მჭირდა. იმ წუთას საერთოდ არ ვფიქრობდი გეგეშიძეზე, იმასაც მოხვდა სხვათა შორის, ეს ნამდვილად დავინახე, ვიღაც დააფრინდა თავზე და დაარტყა. ვნერვიულობდი, ეს ბიჭები როგორ გააგრძელებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას, რადგან მათთან ერთად დიდი ხანი ვმუშაობდი, ვმეგობრობ დღესაც“, - განაცხადა კევლიშვილმა.

რაც შეეხება, გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის ზაფხულში მომხდარ დაპირისპირებას, ეს კევლიშვილისთვისაც ცნობილია.

„ფედერაციის შიდა საქმეებში ცხვირს არ ვყოფ, შიდა თემებში რა ხდება არ ვიცი. ზაფხულში რა დაპირისპირებაც მოხდა, ეს ყველამ იცის“, - განაცხადა კევლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა