რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი მთავრობას ერთჯერადი ხელთათმანის პრინციპით ცვლის

არსებული პოლიტიკით, დაპირებულ ერთ წელიწადში, რაიმე პრობლემის გადაჭრას კი არა, მხოლოდ უკუსვლას უნდა ველოდოთ - ცვლილებების მიზანი არ არის წინსვლა, მიზანი სამეფო კარზე „მენეჯმენტის” გამართვაა, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ “ქვეყანა მორიგი მავრის წასვლისა და ახალი მავრის მოსვლის მოლოდინშია“.

“როცა საქმეს გაგაკეთებინებენ და მერე აღარ ხარ საჭირო, ამაზეა ნათქვამი: - ”მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”. ქვეყანა მორიგი მავრის წასვლისა და ახალი მავრის მოსვლის მოლოდინშია. მინისტრი-მავრები პანტაპუნტით მიდი-მოდიან, პრემიერ-მინისტრი მავრების ”ხანგრძლივობის ვადა” ორ წლამდეა, თუმცა ივანიშვილს ”ხანგრძლივი მოქმედების” საყვარელი მავრიც ჰყავს - მას თეა წულუკიანი ჰქვია. მკითხაობს ხალხი, როდის ასრულდება წინასაარჩევნო დანაპირები ”ყველაფრის დალაგების” შესახებ. ასტროლოგებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. ვიღაცებისთვის ვარსკვლავები ცუდად განლაგდნენო. მოკლედ, მორიგი სამთავრობო ცვლილებები გველოდებაო. მთავრობის ყოველ ახალ ცვლილებას მოსდევს კლასის ვარდნა, წინამორბედზე უარესით ჩანაცვლება. თუ „ოცნების” პირველი ტალღის მოხელეთა ნაწილს პოლიტიკური გამოცდილება მაინც ჰქონდა (ალასანიას პარტია, „რესპუბლიკელები“ და კანტი-კუნტად ”ოცნებელებიც”), მომდევნო ცვლილებები ”ქართუს” კაბინეტებიდან უცნობი და დაბალი კომპეტენციის მქონე კადრების გადმოყვანის სახით ხდებოდა. ამ ექვსი წლის განმავლობაში გაშვებული მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა არავის ახსოვს არც გვარ-სახელით და არც ჰაბიტუსით. დღევანდელი მთავრობიდანაც ისე წავა ზოგიერთი, რომ იგი ხალხს კი არა, დეპუტატებსაც კი ვერ გაახსენდება. მთავრობას ივანიშვილი ერთჯერადი ხელთათმანის პრინციპით ცვლის: გამოიყენე, გადააგდე. ასე მოხდება ახლაც - დაპირებულ ერთ წელიწადში, არსებული პოლიტიკით, რომლის სასიკეთოდ შეცვლა გასაგებ გარემოებათა გამო შეუძლებელია, რაიმე პრობლემის გადაჭრას კი არა, მხოლოდ უკუსვლას უნდა ველოდოთ. ცვლილებების მიზანი სულაც არ არის წინსვლა, მიზანი სამეფო კარზე „მენეჯმენტის” გამართვაა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ და აქვე დასძინა, რომ “მორიგი ხელთათმანები თავიან რიგს ელოდებიან - ვერა და ვერ ისწავლა ხალხმა ჭკუა ბრძნული ანდაზებიდან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა