სურგუტი-მოსკოვის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა

სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის თვითმფრინავი ხანტი-მანსიისკში საგანგებო დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, თვითმფრინავმა გეზი შეცვალა ერთ-ერთი მგზავრის მოთხოვნით, რის შემდეგაც საჰაერო ხომალდის კაპიტანმა გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი ხანტი-მანსიისკში დაეშვა.

ხანტი-მანსიისკის აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ მგზავრი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია საჰაერო ხომალდზე, ჯერ კიდევ თვითმფრინავშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო