სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისი“-ს ბენეფიციარებს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემათ

სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისი“-ს ბენეფიციარებს 25 იანვარს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის „აისის“ მომართვის საფუძველზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის მხარდაჭერით ცენტრს ბენეფიციარების ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი 18- კაციანი სატრანსპორტო საშუალება გადაეცა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით მანქანის გასაღებს ცენტრ „აისის„ გადასცემს ანკარის დეპუტატი ლუთფიე სელვა ჩამი.

პროექტის გახსნას დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) პრეზიდენტი დოქტორი სერდარ ჩამი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღ და სხვა მოწვეული სტუმრები.

„2016 წელს დასრულდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის „აისის“ კომპლექსის სრული რეაბილიტაციისათვის გამიზნული პროექტი „გზა თანასწორობისაკენ“. პროექტის ფარგლებში შესრულდა კომპლექსის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, შენობები მოეწყო საყოფაცხოვრებო და ბენეფიციართა რეაბილიტაციისათვის საჭირო ინვენტარით, შშმ პირების შრომითი უნარების განვითარებისათვისა და დასაქმებისათვის კომპლექსის ტერიტორიაზე აიგო მინი სათბური, მოხდა ეზოს კეთილმოწყობა, ცენტრის სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი გამოცდილების გაზიარების მიზნით გაეცნო თურქეთში მსგავს სექტორში მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრების საქმიანობას.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 59 ქვეყანაში საქმიანობს 61 საკოორდინაციო ოფისით. TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 25 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-მდე დიდი და მცირე პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული.

TİKA საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ორ ქვეყანას შორის განათლების, ჯანდაცვის, გარემოზე ზრუნვის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა