პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარია, მომავალ რეფორმაში ძირეულად იქნას შესწავლილი თითოეული პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა და კომპეტენცია, - ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც პროფკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, წინა რეფორმების კეთილშობილური მიზნების პარალელურად ქვეტექსტებში ჩადებული იყო ისეთი ნაღმები, რომლის საშუალებითაც უნდა შეცვლილიყო პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაანონსებულია განათლების სისტემის რეფორმა. 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში, მინისტრის პირველივე განცხადების შემდეგ, მასწავლებლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრება 2018 წლის 18 სექტემბერს ,,ახალი სასწავლო წელი, ახალ-ახალი იდეებითა და ბინდითმოსილი მომავლით". სამწუხაროდ, ბინდით მოსილი მომავალი რეფორმის ფრაგმენტების გაცნობა გრძელდება და ბუნებრივია, არ გვაქვს შესაძლებლობა დეტალურად ვიმსჯელოთ მის შესახებ. საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ რეფორმა მუშავდება იმ ე.წ. ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლებით 2006 წლიდან იდგნენ რეფორმის სათავეებთან და მხარს უჭერდნენ ყველა მინისტრს. რა შედეგები მოგვიტანა ათეულ წელზე მეტხანს მიმდინარე რეფორმებმა საზოგადოებისათვის ცნობილია. წინა რეფორმების კეთილშობილური მიზნების პარალელურად ქვეტექსტებში ჩადებული იყო ისეთი ნაღმები, რომლის საშუალებითაც უნდა შეცვლილიყო პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა.

ჩვენთვის მთავარია, მომავალ რეფორმაში ძირეულად იქნას შესწავლილი თითოეული პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა და კომპეტენცია. სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმების დაცვით, მასწავლებელთა პრაქტიკული შედეგების მიხედვით განისაზღვროს თითოეული მასწავლებლის კარიერული წინსვლა. თუ ეს პრინციპი დაირღვა, პროფკავშირი ყველა საშუალებით და თქვენი მხარდაჭერით იბრძოლებს, რათა არ დაუშვას პროცესების ამგვარი განვითარება“, - ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო