ომბუდსმენი მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ ფორმატში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გულისხმობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზად არის, ჩაერთოს ნებისმიერ ფორმატში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გულისხმობს. როგორც ნინო ლომჯარიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ანა დოლიძესთან და ნაზი ჯანეზაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს იმის რესურსი და კვალიფიკაცია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ბევრი მიუკერძოებელი მხარე ჩაერთოს.

ომბუდსმენის თქმით, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან ისაუბრა სწორედ ამ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე და შექმნილ ვითარებაზე, მოისმინა მათი ხედვები, თუ რა ცვლილებებია დაუყოვნებლივ გასატარებელი, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესის მიმართ ნდობა გაჩნდეს.

ლომჯარიას თქმით, მისი და არამოსამართლე წევრების ხედვები ბევრ საკითხში ემთხვევა, კერძოდ, საჭიროა მოსამართლეების შერჩევის პროცესი იყოს ღია, უნდა მოხერხდეს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება და საჭიროა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმცირესობათა როლის გაზრდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ღია უნდა იყოს საბჭოში მოსამართლეთა კანდიდატების მსურველების ნომინაციების მიღების პროცესი და ყველა მოსამართლეს, არამოსამართლე პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოთ მსგავსი ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა გაიზარდოს საბჭოს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების როლი. მიმაჩინა, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს არამხოლოდ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები, არამედ უმცირესობაში მყოფი წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც. ამით გაიზრდება კანდიდატთა მრავალფეროვნება და სხვა წევრებსაც, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, შესაძლებლობა ექნება, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი განიხილოს პარლამენტმა და უკვე პარლამენტზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ვის შეარჩევს წარდგენილი კანდიდატებიდან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ის წევრები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, არ აძლევდნენ ხმას საკუთარი კონკურენტების წინაააღმდეგ ან მხარდასაჭერად. ეს არის ის სამი საკითხი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ბევრი რეფორმაა გასატარებელი და წინ გველოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არაჩევის პროცესი, რაც ასევე საყურადღებოა“, -განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა