ლევან იზორია - აშშ-ის საზღვაო ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს

აშშ-ის საზღვაო ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში.

„ამ ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს თანამშრომლობა მაღალ ხარისხშია აყვანილი და შემდგომშიც გვექნება მსგავსი ვიზიტები“, - განაცხადა იზორიამ.

21 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში შევიდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1998 წელს.

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

მათივე ცნობით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს