აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გააძლიერონ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები. ამის შესახებ უილსონმა ჟურნალისტებს ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ამერიკულ გემს ბათუმში, მის მეთაურსა და მეზღვაურებს. ასევე ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვები. თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. აშშ აქტიურად და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ამ ძალისხმევაში და ამ გემის ვიზიტი არის ერთ-ერთი დემონსტრაცია ამ მხარდაჭერისა. ამერიკული გემი Donald Cook საქართველოში იმყოფება, რათა აჩვენოს და წარმოაჩინოს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენს მიმართ.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული ჰუმანიტარული კრიზისი. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა როს უილსონმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში შევიდა.

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს