საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე, თუმცა მისთვის უცნობია, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი. ამის შესახებ უილსონმა ჟურნალისტებს ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე. ვერ გეტყვით, ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს. თუმცა გეტყვით, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს წარმომადგენლობას საქართველოში. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მე აქ ელჩის დროებით შემსრულებლად ჩამოსვლა მთხოვეს“, - განაცხადა უილსონმა.