ჯვრის მონასტრის წინამძღვარი - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით არ უნდა იყოს, როგორც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული აცხადებს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია, იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჯვრის მონასტრის წინ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე დიდი პროექტის მოწყობა იგეგმება, შესაბამისად, გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწევდათ.

„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, პარკირების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა“, - განაცხადა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა