სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 23 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, ნიჟარაძის, ხახულის, სიხარულიძის, აისის, ეგრისის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, მეფე არჩილის, ტირიფების, თუთის, ლისის, მუხის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიცკის, მაცეხის, ორხევის, ქედის, კალატოზის, გაბისკირიას, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, სამრეკლოს, სამოქალაქოს, კონსტანტინე ერისთავის, კარდანახის, გრემის, შემოსავლის, ბახვის და გაბისკირიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა