არჩილ თალაკვაძე - თემები, რომლითაც დავოსში მამუკა ბახტაძე საქართველოს წარადგენს, არის ჩვენი ქვეყნის უპირატესობა, რაც ეკონომიკურ წინსვლაში უნდა ავსახოთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თემები, რომლითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს წარადგენს, არის ჩვენი ქვეყნის უპირატესობა და ეს უპირატესობა ეკონომიკურ წინსვლაში უნდა ავსახოთ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

„თემები, რომლითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩვენს ქვეყანას წარადგენს, არის საქართველოს უპირატესობა და ეს უპირატესობა ეკონომიკურ წინსვლაში უნდა ავსახოთ. სატრანსპორტო ჰაბის პროექტი, საინვესტიციო გარემო და ადამიანური რესურსი, ასევე, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან - ეს საკითხები ჩვენ ძლიერ პოზიციას გვაძლევს. პრემიერ-მინისტრთან გვქონდა წინასწარი სამუშაო შეხვედრები და მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო