ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში 31 იანვრისთვის გადაიდო

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში 31 იანვრისთვის გადაიდო.

მოსამართლემ მტკიცებულებების გამოსაკვლევად ერთკვირიანი დრო ითხოვა. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მანამდე კი მოსამართლეს შსს-მ ვიდეოფაილები წარუდგინა, სადაც პოლიციელები საუბრობენ, რომ ოპოზიციონერები მათი მისამართით ძალას იყენებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პროცესს ნიკა მელია და მისი ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში წაყენებული ბრალი არ იკვეთება. მელიას შეფასებით, ეს ცრუ ბრალდებაა.

„ისეთი მტკიცებულება წარმოადგინეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლე კი არა, გახარია რომ იჯდეს მოსამართლის მანტიაში, მასაც გაუჭირდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.ეს ყველაფერი აბსურდულია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პროცესზე მოწმის სახით ის პოლიციელები გამოიკითხნენ, რომლებიც 16 დეკემბერს ველისციხის მოვლენების დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, მათ შორის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზურაბ ბერიკაშვილი.

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა