GIPA/Friedman-ის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ფრონტლაინ საქართველოში“ ჯოშუა ფრიდმანისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელობის კონკურსი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან აცნობეს.

„GIPA/FRIEDMAN-ის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში პირველად, 2012 წელს დაარსდა. პროექტს მხარს უჭერს ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი. ღონისძიებაზე ჟურნალისტმა ჯოშ ფრიდმანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: “როგორ იძიებს პრესა პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობას”.

ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე თავმჯდომარე, Protect Journalists-ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია, 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.

ჟიურის წევრები იყვნენ: მაკა ანთიძე, მაია მიქაშავიძე, სოფიკო მეგრელიძე, ზვიად ქორიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი და ჯანა ჯავახიშვილი. მათ 54 ნამუშევარიდან 7 საუკეთესო შეარჩიეს. გამარჯვებულ ავტორებს პრიზები ჯოშუა ფრიდმანმა და ჟიურის წევრებმა გადასცეს. ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოძიება და 2 საუკეთესო სიღრმისეული ისტორია ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. დამატებით, ჟიურიმ წამახალისებელი პრიზით 2 საუკეთესო ნაწარმოები გამოარჩია.

გამარჯვებულები არიან:

1. GIPA/Friedman-ის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევარისთვის: “აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები”, პოსტსკრიპტუმი,“ რუსთავი 2“.

2. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისათვის: “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”, გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

3. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისათვის: “როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელობის საქმეში-„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები“, „რუსთავი 2“.

4. GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი: “საზიარო წყლები”, ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი.

5. GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისათვის: “სექსის თხოვნა დასაქმებისათვის, შევიწროება სამსახურში-რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე”, ტაბულა.

6. GIPA/Friedman-ის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისათვის: “ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია”, ჩაი ხანა.

7. GIPA/Friedman-ის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა გიორგი გირკელიძე ნამუშევრისათვის: “შავაძეების საქმე-რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში”, „გურია ნიუსი“.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია: www.investigate.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო