რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა

რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2019 წლის 22 იანვრის N1/171 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან ამ ეტაპზე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით: საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

2019 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.