4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს.

გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბებიამ ბაბულია ძავაშვილმა განუცხადა, ბავშვი სახლში არ უცემიათ და ამ მიზეზს მეზობლები იგონებენ.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბებიისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღის პირველ ნახევარში შეიტყვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

იხილეთ ვიდეო: "წივილი რომ გადიოდა, ვითომ სცემდაო..." - რას ამბობს ბებია, რომლის 4 წლის შვილიშვილი, სავარაუდიოდ, მშობლებმა ცემით მოკლეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო