თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად პირველად 2017 წლის იანვარში აირჩიეს. პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ სოციალისტურ პარტიასთან ურთიერთობას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, მუდმივად მართავს შეხვედრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის წევრებთან და ხელმძღვანელებთან.

„სოციალისტების ჯგუფი სიდიდით მეორეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 180-ზე მეტ დეპუტატს ითვლის. ამ ჯგუფის წევრებთან და ხელმძღვანელთან მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობებზე, რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა კომიტეტებში თუ პლენარულ სხდომაზე უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს