კახა კახიშვილი - მდგრადი განვითარების დღის წესრიგი უნიკალური  შესაძლებლობაა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობისა და კლიმატის ცვლილებების დასაძლევად

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საბჭოს თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის, განათლების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე, ასევე, მოეწყო მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული სისტემის და ვებ-გვერდის პრეზენტაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის 3 წელი შეაჯამა.

“საქართველო იმ მოწინავე ქვეყნების რიგშია, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ინტეგრირება ადრეულ ეტაპზე განხორციელდა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი უნიკალური შესაძლებლობაა ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაეროს ხელმძღვანელის საქართველოში, ლუიზა ვინტონის განცხადებით, გაერო მიესალმება საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში. „მდგრადი განვითარების მიზნები გაეროს სისტემის დნმ-ია. გვეამაყება, რომ შესაძლებლობა გვაქვს დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას ჩვიდმეტივე მიზნის განხორციელებაში“, - აღნიშნა ლუის ვინტონმა.

მდგრადი განვითარების საბჭოს სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს 2015 წლიდან დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით თემატური კითხვები დაისვა. მომხსენებლებმა დაინტერესებულ პირებს დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა