საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა დღეს გამართულ შეხვედრაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შვეიცარიას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო ლიდერებსა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, როგორც ბიზნესებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, ასევე ახალი, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზრების აღმოსაჩენად.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა