დღეს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა გაიმართება

23 იანვარს, „ბიბლუს გალერეაში“ გვანცა გუბელაძის წიგნის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუს გალერიიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გუბელაძე და ტოტოღაშვილი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებულები არიან, ხოლო დებიუტანტ ავტორებს სტუმრები პირადად გაიცნობენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნებს წარადგენენ: კონკურსის ჟიურის წევრები: ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი და მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი; მწერლები: თამრი ფხაკაძე; ტორესა მოსი; მხატვარი, მაკა ზედელაშვილი.

კონკურსს გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა. ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგოები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“. ჟიურის რჩეულები კი არიან ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია".

იაგო თვალაბეიშვილის, ვახტანგ ვახტანგაძისა და ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნების წარდგენა უკვე გაიმართა და „ბიბლუსის“ ფილიალებში მათი წიგნები უკვე იყიდება.

პრეზენტაციაზე კონკურსის ხუთივე გამარჯვებულის წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა