მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსის მოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იყო, საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება, ასევე ქვეყნის მდიდარი ჰიდრორესურსები.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო ტენდენციებს, ასევე კანადის პოლიტიკას ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

საუბარი შეეხო ვაჭრობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ძალისხმევას ამ პროცესში.

პრემიერმა და კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შესაძლო თანამშრომლობაზე.

ჯიმ კარმა ქართული მხარე კანადაში მიიწვია საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა