„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით  წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ  მხარი დაუჭირა

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებლივი ზომების და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია. „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას მათ შორის ქვეყნის შიგნით და გადახედონ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას, დაამატონ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა