სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ევროპასთან უვიზო რეჟიმის სიკეთეების უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისით, ასევე მისი პოლიტიკური მნიშვნელობის მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ პრობლემატიკას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლობის პრინციპის ბოროტად გამოყენებასთან.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, ევროპულმა მხარემ დაადასტურა და პოზიტიურად შეაფასა ის ძალისხმევა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს საინფორმაციო კამპანიის წარმოების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ასევე ორმხირივი თანამშრომლობის მიმართულებებით.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას და მზადაა, როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ახალი შესაძლებლობები ეძიოს იმისათვის, რომ ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, აღმოიფხვრას.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე ცირკულარული მიგრაციის- დროებითი შრომითი მიგრაციის თემატიკაზე.

ევროკომისარის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მათ დამატებით იმუშაონ შესაბამის ქვეყნებთან და დამატებით წაახალისონ იმისათვის, რომ საქართველოსთან მსგავსი ტიპის შეთანხმებები დაიდოს“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს