აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ნატო-დან გამოსვლას უკრძალავს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ნატო-დან გამოსვლას უკრძალავს.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 357 წევრმა, ხოლო 22 კი წინააღმდეგ წავიდა.

როგორც დოკუმენტის ავტორმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა ჯიმ პანეტამ აღნიშნა, კანონპროექტი „ნატო-ს მხარდაჭერის შესახებ“ ითვალისწინებს ალიანსიდან გამოსვლის ნებისმიერი მცდელობის აკრძალვას და კრძალავს საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აღნიშნული ნაბიჯის განსახორციელებლად.

„გარდა ამისა, ინიციატივა მხარს უჭერს ნატო-ს წევრების მისწრაფებას მშპ-ს სულ მცირე 2% მოახმარონ თავდაცვის ხარჯებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.