მამუკა ბახტაძე - ნატო ჩვენი მთავარი მისწრაფებაა და ამ მისწრაფების ერთგული ვრჩებით

სამწუხაროდ, რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე ჩვენი პასუხია დემოკრატიის კონსოლიდირება და მდგრადი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი და პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

„ნატო ჩვენი მთავარი მისწრაფებაა და ამ მისწრაფების ერთგული ვრჩებით, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ საკითხთან მიმართებაში. გასულ წელს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ნატო-მ კვლავ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასე, რომ ჩვენ მოტივირებული ვართ და ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან ახალ დონეზე აგვყავს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ჰაბად უნდა იქცეს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

„საქართველო კარიბჭეა იმ რვა ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამ ქვეყნების ბაზარი 100 მილიონამდე ადამიანს მოიცავს, რაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია. შესაბამისად, ჩემი მთავრობის სტრატეგიაა საქართველო ბიზნესისთვის, ვაჭრობისთვის, ფინანსებისთვის, ტურიზმისთვის, ლოგისტიკის და განათლებისთვის რეგიონალურ ჰაბად ვაქციოთ“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო