კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სრული სპექტრი.

სილქნეტის მიერ განხორციელებული ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციების შედეგად, კომპანიას მიეცა საშუალება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და გაუმჯობესებული ახალი სერვისები. კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა 4,5G მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და ხარისხი მთელ ქვეყანაში. კომპანია, ასევე, მასიურად ავითარებს ოპტიკურ ქსელს თბილისსა და რეგიონებში, რაშიც დამატებით მილიონობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად. ამასთანავე, სილქნეტი აგრძელებს ინვესტირებას სატელევიზიო კონტენტის და პროგრამირების გაუმჯობესების კუთხით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული, კინო და შემეცნებითი გადაცემები შესთავაზოს, რაშიც, ასევე, ათობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.

გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს მრავალ მილიონ დოლარიანი პროექტი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბონენტთა მომსახურებას, გაამარტივებს მომსახურების პროცესს და საშუალებას მისცემს აბონენტებს, ახალი ინოვაციური პროდუქტები და დამატებითი სერვისები მიიღოს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული შესყიდვები სრულად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება, მაშინ, როდესაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაშია. ბოლო წლების სავალუტო დევალვაციის მიუხედავად, სილქნეტი ინარჩუნებს ფასებს ბაზარზე და ეს ტვირთი აბონენტებზე არ ასახულა.

რაც შეეხება განახლებულ პაკეტირებას, მოხდა როგორც მობილური ისე ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების მოცულობების გაზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს. შედეგად მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც. მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს.

სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ არანაირ სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ქონია და სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს