იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და სამი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა კონსული მომხდარის გამო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის იტალიაში გარდაცვალების შესახებ ისინი ინფორმირებულები არიან. მათივე ცნობით, გამოძიებას იტალიელი სამართალდამცავები აწარმოებენ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქართველი ქალი საქართველოს მოქალაქემ მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ადასტურებენ, რადგან მათივე განმარტებით, იტალიელი სამართალდამცავები მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა