ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს 30 ადამიანი დააკავეს

ვენესუელას დედაქალაქში, კარაკასში საპროტესტო აქციების დროს 30 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა El Nacional ავრცელებს.

პოლიციელებმა და ეროვნული გვარდიის წევრებმა მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბიეს.

დაუდასტურებული ინფორმაციით, დარბევისას ერთი მანიფესტანტი დაიღუპა.

საპროტესტო აქციები ვენესუელას სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. კერძოდ, ქალაქ პუერტო-კაბელიოში ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის განყოფილებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვენესუელაში ოპოზიცია და მთავრობის მხარდამჭერები მასშტაბურ მსვლელობებს გამართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა