სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი შესაბამისი პროცედურები დასრულდება, დაიწყება აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება.

„სამგორის რაიონში არსებობს სამხედრო დასახლება, იქ მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს, რომ შიდა ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მოუწესრიგებელი. არსებულ დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობები არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. უკვე მქონდა კომუნიკაცია თავდაცვის მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია გადმოვა მუნიციპალიტეტის ბალანსზე. რამდენიმე დღეში, როგორც კი დასრულდება ეს პროცედურები, დავიწყებთ ამ ტერიტორიის მოწესრიგებას. პროექტი უკვე მზად არის“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა