კახა კალაძის განცხადებით, კვლევით გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს

სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მიმართულებით შესაძლოა, საბაგირო ხაზები მოეწყოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, "სისტრას" კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„2016-2017 წლებში ფრანგული კომპანია „სისტრას" მიერ ჩატარებული იყო კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ ამ კვლევის შედეგები გვაქვს და ამის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია სამგორი- ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მარშრუტები. მინდა დაავალოთ, რომ დაიწყოთ მუშაობა, განისაზღვროს ყველაზე საინტერესო მარშრუტი, რომელი იქნება მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რომ დავიწყოთ მისი განხორციელება",- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს