იტალიის შს მინისტრი - საფრანგეთში ძალიან ცუდი მთავრობა და ძალიან ცუდი პრეზიდენტი ჰყავთ

საფრანგეთში ძალიან ცუდი მთავრობა და ძალიან ცუდი პრეზიდენტი ჰყავთ, - ამის შესახებ იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

იტალიის შს მინისტრის თქმით, „ფრანგი ხალხი უკეთეს იმსახურებს“ და მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სურვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე დააფიქსირონ.

„ვიმედოვნებ, რომ ფრანგები შეძლებენ ამ ცუდი მმართველისგან გათავისუფლებას და ამის შესაძლებლობა 26 მაისს იქნება, როდესაც ფრანგი ხალხი შეძლებს თავისი მომავლის და სიამაყის დაბრუნებას, რომელსაც ასე ცუდად წარმოადგენს ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის მაკრონი“, - განაცხადა მატეო სალვინიმ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მატეო სალვინი ემანუელ მაკრონს უპირისპირდება.

7 იანვარს იტალიის შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციებზე.

„მხარს ვუჭერ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს“, - განაცხადა სალვინიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა