კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების საკვებისთვის განკუთვნილი აპარატი დაამტვრიეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კიკვიძის ბაღში დადგმული მიუსაფარი ძაღლების საკვებისთვის განკუთვნილი აპარატი დაამტვრიეს. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება.

„რამდენიმე ხნის წინ ქალაქში განვათავსეთ სპეციალური აპარატები, რომლითაც შესაძლებელია მიუსაფარი ძაღლების კვება. საკმაოდ დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ პროექტს. რამდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ, სადაც მოხდა ამ აპარატების განთავსება. პირველ ეტაპზე, ვინაიდან იყო საპილოტე პროექტი, სამი აპარატი დამონტაჟდა სამ ლოკაციაზე. ერთ-ერთი, რომელიც კიკვიძის ბაღში იყო განთავსებული, დაგვხვდა დამტვრეული და დაზიანებული. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის იწყება პროექტი - „გაუფრთხილდი ქალაქს“.

„სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ქალაქში ხშირია. ჩემი თხოვნა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის „გაუფრთხილდი ქალაქს“ განხორციელება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროექტებში. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი იქნება ინტერესი, დიდი იქნება საზოგადოების მხრიდან თანადგომა და ჩვენ ერთად გავუფრთხილდებით იმას, რასაც ვაკეთებთ და ვქმნით.

მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქი იყოს გამართული, მოწესრიგებული. ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. შესაბამისად, ყველა თემაზე, რომელზეც მოდის მოქალაქე, აუცილებელია კონკრეტული და ამომწურავი პასუხები. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი არის მათი მსახური“, - აღნიშნა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს