თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან

თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აღნიშნული საკითხის მოგვარება დაავალა.

„ჩვენ ახლა ეტაპობრივად შემოგვივა ახალი ავტობუსები, თებერვლიდან უნდა დაიწყოს შემოსვლა იმ 90 ავტობუსის, რომელზეც გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. „მან“-ის ტიპის ავტობუსებს ველოდებით პირველ ეტაპზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისთვის შევკეროთ სპეციალური ფორმები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, პერანგი და ჰალსტუხი, რომ სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი. ჩემი დავალება იქნება, რომ ამაზე დაიწყოთ მუშაობა“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს