მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაიჭრას კონფლიქტი

პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელიც დაწყებულია და კონკრეტულად, რა გადაწყვეტილებების მიღებაც მოხდება, დაფუძნებული იქნება კონკრეტულ ფაქტებზე, რომელსაც გამოძიება დაადგენს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მხარე მშვიდ ვითარებაში შეძლებს კომუნიკაციას.

„ყველა მხარე, რომელიც დაინტერესებული ვართ, რომ ქართული სპორტი განვითარდეს, ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები, მაგრამ პირველ რიგში საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში უნდა დასრულდეს. შემდეგ ყველა მხარე უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, ვისაც ქართული სპორტის განვითარება აინტერესებს. მე მჯერა, ასეც იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ეს კონფლიქტი. ყველა მხარე, ვისაც სპორტის განვითარება გვაინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაიჭრას ეს კონფლიქტი”, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა