განათლების მინისტრის განცხადებით, რაიონებში სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ

რაც მთავარია, ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში არა პრობლემის წამოჭრით, არამედ გადაჭრით, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რაიონებში ბავშვების სატრანსპორტო მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, “ასეთი პრობლემები წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს”.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ტრანსპორტირების პრობლემა, ამიტომ აქტიურად ვართ ჩართულები, რომ აღნიშნული რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას. რაც მთავარია, ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში, არა პრობლემის წამოჭრით, არამედ გადაჭრით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადაიჭრება და სკოლებში ბავშვების მიყვანა მოხდება რაც შეიძლება, სწრაფად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე”,- აღნიშნა მან.

მიხეილ ბატიაშვილმა ამასთან, ტენდერის ჩაშლის მიზეზად საკანონმდებლო რეგულაციები დაასახელა.

“მოგეხსენებათ, რომ არსებობს რეგულაციები, კანონის მოთხოვნა, თუმცა ისიც გვესმის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ეს პრობლემა. რაც შეიძლება სწრაფად, კანონიერების ფარგლებში უნდა მოვძებნო გამოსავალი, რომ ბავშვების დროულად უზრუნველყოფა მოხდეს”,- განაცხადა მინისტრმა.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის "გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა", რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ. „ევროპული საქართველო" მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის „მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს