ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ბაზაზე დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ბაზაზე დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა „მედცენტრში" განაცხადეს, 23 წლის ჯარისკაცს მხარის არეში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, იგი ამ დროისათვის პალატაშია გადაყვანილი.

დაჭრილი ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროში 8 თვეა მსახურობს. როგორც ჯარისკაცის მამამ აღნიშნა, ჯარისკაცები მეგობრები არიან და შემთხვევით გასროლის შედეგად მისი შვილი დაიჭრა.

მომხდარ ფაქტზე გუშინ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„ბათუმში, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებულ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დაშავდა“, - განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს