BBC - ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება

ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჯეკ შეფერდი თბილისში იმყოფება და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია.

ამავდროულად, ბრიტანული პოლიცია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახენებთ, რომ ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა