ილია ელოშვილი - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კახა კალაძის დადებული პირობისკენ, რომ „სვეტის“ არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს ბინის გარეშე

ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კახა კალაძის დადებული პირობისკენ, რომ „სვეტის“ არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს ბინის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ელოშვილმა განაცხადა, პროცესის დაწყებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სამუშაოებს დაზარალებულებთან და დაინტერესებულ კომპანიებთან. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ პირობისკენ, რომელიც ბატონმა მერმა დადო, რომ „სვეტის“ არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს ბინით დაკმაყოფილების გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ახალმა კომპანიამ, ინვესტორმა მიიღოს მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს მშენებლობა ყველა იმ ობიექტზე თბილისში, რომელიც დღესდღეობით პრობლემატურია. თუკი წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები და გაივლის კომპანია ყველა აუცილებელ პროცედურას, ვფიქრობ, რამდენიმე თვე ოპტიმალური პერიოდი იქნება. წინასწარ კომპანიას ვერ დავასახელებ“, - განაცხადა ელოშვილმა.

არსებული ინფორმაციით, „სვეტის“ დაზარალებულ ოჯახებს ბინები შესაძლოა, M2-მა აუშენოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა