საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ღიად დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გამართეს

საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა სიას ღიად დაუპირისპირდნენ, ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში იყვნენ შეკრებილი.

ჟორჟოლიანის სამუშაო ოთახში იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, მირიამ წიკლაური, ბექა ნაცვლიშვილი, რუსლან პოღოსიანი, გედევან ფოფხაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოფხაძემ განუცხადა, ეს არ არის რაიმე სპეციალური შეკრება, მათ უმრავლესობის ხვალინდელი სხდომისათვის რაიმე განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდებათ, თუმცა მისივე ინფორმაციით, კოლეგებმა ბევრ რამეზე, მათ შორის პარტია “ქართულ ოცნებაში“ დანიშნულ უმრავლესობის შეკრებაზეც ისაუბრეს.

ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტიის ოფისში გაიმართება და მას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა