4 წლის ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ბაღში სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს

ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა.

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პრევენციის მიზნით თბილისში, იაშვილის კლინიკაში არის გადაყვანილი.

მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ძიძა დილით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა და ხსნარი სამზარეულოში ჰქონდა შეტანილი, ამ დროს 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყლის დალევა სთხოვა. მამუკა შამილიშვილის თქმით, 4 წლის ბავშვმა წყლის მიწოდებამდე ხსნარი აიღო და სავარაუდოდ დალია.

„გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით. დეზინფექცია საბავშვო ბაღის ჯგუფებში ყოველ დღე ტარდება. ძიძამ დილით ბავშვების მოსვლამდე დეზინფექცია ჩაატარა. დარჩენილი ხსნარი ჭურჭელში, რომელიც რა თქმა უნდა, წყალში გაზავებული იყო, სამზარეულში შეიტანა. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი მოითხოვა. ძიძამ წყლის მიწოდებამდე ვერ შენიშნა, რომ ბავშვმა წამებში ხსნარიანი ბოთლი აიღო. სავარაუდოდ, დალევა ვერ მოასწრო, თუმცა პირის ღრუში ფაქტია, მოხვდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, თუმცა პრევენციის მიზნით ბათუმის საავადმყოფოდან თბილისში გადავიყვანეთ. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კვირის ბოლოს ბათუმში დაბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში მასზე დაკვირვება განხორციელდება", -განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა