ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეებს მივმართავთ, რომ  დავიცავთ ყველას უფლებას

მოსამართლეებს მივმართავთ, რომ დავიცავთ ყველა იმ ინდივიდუალური მოსამართლის უფლებას, რომლისთვისაც ღირსება და ინდივიდუალური დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მიმართვას უგზავნიან 278 მოსამართლეს.

„ჩვენ ინდივიდუალურ მიმართვას ვუგზავნით 278 მოსამართლეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი ღირსეული მოსამართლეებისა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის პრობლემებთან და მართვის სისტემასთან დაკავშირებით. 26 იანვარს ჩანიშნულია რიგგარეშე მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ერთადერთ საკითხად განიხილება სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რაც როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენას და განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სასამართლოს შიგნით არსებობს სერიოზული გამოწვევები ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა მოსამართლეები არიან წნეხის, თვითცენზურისა და ცენზურის ქვეშ და შესაბამისად, მოსამართლეებს მივმართავთ, რომ ჩვენ მზად ვართ და დავიცავთ ინდივიდუალური მოსამართლის უფლებას, რომლისთვისაც ღირსება, ინდივიდუალური დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო