ანა დოლიძე - როგორ შეიძლება, სახალხო დამცველს ოფისი არ ჰქონდეს და შენობიდან შენობაში დევნილივით დადიოდეს?

სახელმწიფოს მხრიდან სახალხო დამცველისთვის შენობის არმიცემა დიდი უპასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს შეიძლება, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხიც იყოს.

„ბოლოს და ბოლოს სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის აშენება შეიძლება. სახელმწიფოს მხრიდან სახალხო დამცველისთვის შენობის არმიცემა არის დიდი უპასუხისმგებლობა. ამაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. სულ მცირე ეს არის უპასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის არასწორად მართვა ღარიბ ქვეყანაში და შეიძლება ეს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხიც იყოს. როგორ შეიძლება, სახალხო დამცველს არ ჰქონდეს სახელმწიფო ოფისი და შენობიდან შენობაში დევნილივით დადიოდეს?“- აღნიშნა მან.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრას მოითხოვს. „იმისთვის, რომ უბრალოდ ვიარსებოთ და დავფაროთ ჩვენი ოფისის ქირა, მაქსიმალურ ეკონომიას ვაკეთებთ. ძალიან ბევრ ჩვენს სამომავლო პროექტს და აქტივობას აკლდება ის თანხა, რა თანხის გადახდაც გვიწევს იმისთვის, რომ უბრალოდ შენობა გვქონდეს“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, როდესაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში დაბრუნდება, მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს, რომ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთოს და მოგვარდეს სახალხო დამცველის ოფისის პრობლემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო