საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს სპეციალური კომისია სწავლობს

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს საბავშვო ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს.

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ზომებს მიიღებს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ძიძასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც მოხდება.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მამუკა შამილიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მოზარდი საკვებსაც თავისუფლად იღებს. იგი თბილისში, იაშვილის კლინიკაში ორი დღის განმავლობაში ექმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყებაში შეტყობინება საბავშვო ბაღიდან არ შესულა, თუმცა სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა