ისნის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ქეთევან წამებულის N76 ბ და N82 კორპუსებს შორის არსებული სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს.

ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმეს.

„ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მისასალმებელია. უსახური ავტოფარეხებისგან ეზოების გათავისუფლება ხუთ მისამართზე მოვახერხეთ, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ბერი გაბრიელ სალოსის N15-ში მოცულობითი სკვერის მოწყობა დაიგეგმა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებთ. ამჯერად, ქეთევან წამებულის გამზირზე N76 ბ-N82-ის ეზოში ოთხი ავტოფარეხი დავშალეთ. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხაურების დაშლის მეტ ინიციატივას გამოიჩენს და თანამედროვე სკვერის მოწყობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობამ გასულ წელს, ხუთ მისამართზე 81 ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რომელთა შორისაა, ონაშვილის ქუჩა N9, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N13-15, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-15 კორპუსი, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-17 კოპრუსი.

აღნიშნულ მისამართებზე კეთილმოეწყობის სამუშაოები უკვე ჩატარდა, ხოლო ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის მოწყობის პროექტი მომზადდა, რომლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა