იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბათუმიდან იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია

ბათუმიდან იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობით ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს.

„ბათუმიდან გადმოყვანილია ბავშვი, რომელსაც დალეული ჰქონდა სადეზინფექციო ხსნარი. მდგომარეობა საყურადღებო იყო და მოთავსდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და გრძელდება მეთვალყურეობა“, - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია. ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო